კონსალტინგი

ჩვენი გუნდის წევრების მაღალი კვალიფიკაცია და მრავალმხრივი გამოცდილება - ეს ის მთავარი ინსტრუმენტია, რაც SDC ჯგუფის მომსახურებით მოსარგებლე კომპანიას შედეგიანი თანამშრომლობის გარანტიას აძლევს. 

ჩვენი გუნდი საერთაშორისო მენეჯმენტ სისტემების დანერგვას ახორციელებს თითოეული დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და კომპანიაში პროცესების დეტალური ანალიზის საფუძველზე. საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების (ISO 9001:2008; ISO 9001:2015; ISO 22000:2005; ISO 14001; OHSAS 18001; HACCP; Global GAP  და სხვა) იმპლემენტაცია მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებს, კომპანიაში არსებულ ბიზნეს-პროცესებსა და სფეროს სპეციფიკას.   

SDC ჯგუფი პირველია ქართულ კერძო სექტორში, რომელმაც ეროვნულ წარმოებას ევროპულ ეკონომიკურ ზონაში (EEA) პროდუქციის მოსახვედრად აუცილებელი CE მარკირების მიღწევაში დახმარება შესთავაზა. 

დღემდე ჩვენი კონსულტანტების მიერ დანერგილმა ყველა სისტემამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო მასერთიფიცირებელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სტანდარტებთან შესაბამისობის აუდიტები. 

მოგვწერეთ

სახელი
გვარი
ელ.ფოსტა
მესიჯი