კომპანიაში ამა თუ იმ მენეჯმენტ-სისტემის წარმატებით დანერგვის შემდეგ, სურვილისამებრ ხდება სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზება. როგორც წესი, მას წინ უძღვის მოსამზადებელი ე.წ. წინა-სასერტიფიკაციო ინსპექტირება, რომელსაც ჩვენი ექსპერტები უძღვებიან. გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ ინიშნება ფინალური შემოწმების თარიღი. ეფექტური და მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან მასერტიფიცირებელ ორგანიზაციებთან გვაძლევს საშუალებას, აუდიტის ჩასატარებლად მოვიწვიოთ ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები, ხოლო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიას გადაეცეს სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრში (IRCA) რეგისტრირებული საყოველთაოდ აღიარებული სერტიფიკატი. ამ დრომდე ჩვენს მიერ მომზადებულმა უკლებლივ ყველა კომპანიამ წარმატებით გაიარა სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებელი ფინალური აუდიტი.