ჩვენი გუნდი შედგება კერძო და საჯარო სექტორის წარმატებული ექსპერტებისაგან. კომპანიის დამფუძნებლებმა წლების განმავლობაში განსხვავებულ სფეროებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტეს შეექმნათ ქართულ რეალობაზე მორგებული საკონსულტაციო და ექსპერტული ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირებაზე. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ და ქვეყნის მასშტაბით სტანდარტიზაციის არასაკმარისმა ტემპმა და ხარისხმა მოამზადა ნიადაგი კომპანიის დაფუძნებისათვის. ამ ფონზე სულ უფრო იზრდება მოთხოვნა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან მაღალი ხარისხის საკონსულტაციო, აუდიტორულ, საინსპექციო და სასერტიფიკაციო მომსახურებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს და საჯარო ორგანიზაციებს აღმოაჩინონ და აღმოფხვრან ის შეუსაბამობები, რაც მათ საერთაშორისო სტანდარტებამდე აშორებთ და ხელს უშლის განვითარებაში.