მისია:
SDC ჯგუფის მისიაა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, კერძო და საჯარო სექტორში არსებული რისკების შემცირებისა და ეფექტიანობის ამაღლების პროცესში მონაწილეობა.
მიზნები:
ჩვენი გუნდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიღწევაში. ამ მიზნის შესრულებას თითოეულ ორგანიზაციასთან ინდივიდუალური მიდგომით და პარტნიორობის დონემდე აყვანილი თანამშრომლობით ვცდილობთ. SDC ჯგუფის კონსულტანტები 10-ზე მეტი სხვადასხვა სექტორის კომპანიებს ეხმარებიან მინიმალური დანახარჯებით დანერგონ მართვის უახლესი სისტემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური პასუხისმგებლობის და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებებით.
SDC ჯგუფი მიზნად ისახავს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით შეასრულოს მრავალმხრივი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001, ISO 22000, HACCP, Gobal GAP, ISO 14001, OHSAS 18001, ISO 27001 და სხვა) შესახებ ცნობიერების ამაღლების, ამ სტანდარტების დანერგვის, აუდიტისა და სერტიფიცირების წარმატებული პრაქტიკის შექმნის საქმეში. ჩვენ გვსურს გავუზიაროთ ჩვენი გუნდის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე შიდა აუდიტორებს, ხარისხის მართვის მენეჯერებს და სხვა მონათესავე პოზიციის სპეციალისტებს, რისთვისაც მივმართავთ ღია და კორპორატიული ტრენინგების ორგანიზებას.