ტრეინინგი

ჩვენი ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება საერთაშორისო მენეჯმენტ-სისტემებში მაღალკვალიფიციური და უახლეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებაა. ტრენინგები იმართება როგორც თითოეული კონსალტინგ-პროექტის ფარგლებში, ასევე კორპორატიული და შერეული ჯგუფებისთვის. სასწავლო პროგრამების მოდული აგებულია სტანდარტების უახლესი რედაქციების იმპლემენტაციასა და შიდა ინსპექტირებასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს კურსის შემდგომ სამუშაო პროცესში პრაქტიკულად გამოიყენოს პროგრამის გავლისას მიღებული ინფორმაცია.

შიდა და წამყვანი აუდიტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები წამყვან საერთაშორისო სტანდარტებში -ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, ISO 27001 - იმართება როგორც ადგილობრივი რესურსებით ისე ჩვენი პარტნიორი აუდიტორული ჰოლდინგებიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

SDC ჯგუფის მიერ ორგანიზებული თითოეული სემინარი რეგისტრირებული და აკრედიტებულია სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის (IRCA) მიერ.

მოგვწერეთ

სახელი
გვარი
ელ.ფოსტა
მესიჯი