SDC ჯგუფის სპეციალისტებმა წარმატებით დაასრულეს შაორჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე მუშაობა

შაორის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საქამიანობის ნებართვის ახალ პირობებს იღებს. 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით SDC ჯგუფის სპეციალისტები შაორჰესის და მასთან ერთად დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მსხვილი ენერგოობიექტის (რიონჰესი, გუმათის კასკადი, ლაჯანურ ჰესი) გარემოზე ზემოქმედებას სწავლობდნენ. აღშნიშნული ჰესები საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების უმსხივილეს ოპერატორს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციას ეკუთვნის. გასულ წლებში მათზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სიმძლავრის გაზრდის გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. ამ მომსახურების შესასრულებლად ენერგო-პრომ კონტრაქტორად SDC ჯგუფი შეარჩია. 2017 წლის მაისის თვეში მუნიციპალურ ცენტრებში (ცაგერი, ტყიბული და ქუთაისი) ჩატარდა გზშ დოკუმენტების საჯარო განხილვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები  გაეცა საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა აქტუალურ საკითხს. პირველი წარმატება წილად ხვდა  შაორს  - 5 სექტემბერს  ჰესმა განახლებული საექსპლოატაციო პირობები მიიღო. დარჩენილ 3 ენერგოობიექტზე პროცესი გრძელდება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე.

 

  • 7,2017 სექტემბერი

2 თებ

”გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ ISO 27001, ISO 9001 და ISO 22301 სტანდარტებში საზედამხედველო აუდიტს გაივლის

„გაერთიანებულ საფინანსო კორპორაცია" (UFC) ერთდროულად სამი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მორიგ საზედამხედველო აუდიტს გაივლის. 

კომპანია 2017 წლიდან სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 და ISO 27001:2013 სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რასაც 2022 წელს ISO 22301:2019-ზე სერტიფიცირებაც დაემატა. 

საზედამხედველო აუდიტისთვის მზადების პროცესში საკონსულტაციო და საორგანიზაციო მხარდაჭერას UFC-ის უწევს SDC ჯგუფის გუნდი. 

 

25 იან

ტოიოტა კავკასიამ დისტანციურად ჩატარებული საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა

შპს ტოიოტა კავკასიას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა ISO 14001:2015-თან შესაბამისობის საზედამხედველო აუდიტს წარმატებით გადის. განვლილი აუდიტების მსგავსად ინსპექტირებამ ეკოლოგიური სისტემის ყველა რგოლი მოიცვა თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით შემოწმებამ ამჯერად დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში ჩაიარა. 

1 იან

SDC ჯგუფმა წამყვან ქართულ IT სერვისების მიმწოდებელ კომპანიაში სერვისის მართვის სისტემის (ISO 20000-1:2018) დანერგვა დაასრულა

ISO 20000-1:2018-ის დანერგვის პროექტმა შპს SOLVIT-ში კომპლექსური საკონსულტაციო ღონისძიებები მოიცვა, მათ შორის პროცესების დეტალური ანალიზი და ვიზუალიზაცია, თანამშრომელთა როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, მომხმარებელთან უკუკავშირის უახლესი მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა კომპეტენციის კონტროლი, ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნებზე მუშაობა და ა.შ.

4 დეკ

შპს „არტტექსი“ ISO 9001:2015-ში სერტიფიცირებას წარმატებით გადის

სამშენებლო კომპანია „არტტექსის“ ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტს წარმატებით გადის და ISO 9001:2015-თან შესაბამისობის სერტიფიკატს ეუფლება. 2020 წლის ივლისში SDC ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაიგეგმა და განხორციელდა საკონსულტაციო სამუშაოების სრული ციკლი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით.

2 აპრ

ISO: „ბიზნესებისთვის Covid-19 გამოწვევების წინააღმდეგ სამზადისი დაგვიანებული არასდროსაა“

მსოფლიოში განვითარებული კორონავირუსული პანდემიის ფონზე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ISO სამედიცინო სექტორის მხარდაჭერის მიზნით 20-ზე მეტ სამედიცინო სტანდარტს საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში ISO მოუწოდებს კერძო მეწარმეებს „რომ გამოწვევების წინააღმდეგ სამზადისი დაგვიანებული ჯერაც არ არის” და ყველა ზომის და პროფილის ბიზნესებს რეკომენდაციას აძლევს მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ ბიზნესის უწყვეტობის სისტემის დანერგვას.

 

9 მარ

შპს „დელფუდის“ სურსათის უვნებლობის სისტემა ISO 22000-თან შესაბამისობის სერტიფიკატს იღებს

SDC ჯგუფმა საკვები პროდუქტების საწარმო „დელფუდში“ სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაზე მუშაობა დაასრულა. საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000:2005 მოთხოვნებზე დაფუძნებული უვნებლობის სისტემა კომპანიის სასურსათო ჯაჭვში 7 თვის განმავლობაში ინერგებოდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე დანერგილი სურსათის უვნებლობის სისტემა მხარეების მოწვევით საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ჰოლდინგის TUV Nord-ის აუდიტორებმა შეამოწმეს.

17 ნოე

შპს "SDC ჯგუფი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგზე "ISO 9001:2015 - სტრუქტურა და ინტერპრეტაცია"

კურსი მიმართულია ISO 9001 სტანდარტის განახლებულ, 2015 წლის ვერსიის სტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება SL დანართს. პროგრამა, ასევე მოიცავს იმ პრინციპულ ცვლილებებს, რომლებიც ესაჭიროებათ ორგანიზაციებს, ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით შემუშავებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, ახალი ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებზე მოსარგებად. 

29 აგვ

SDC ჯგუფმა რამდენიმე მსხვილი კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობა დაასრულა

SDC ჯგუფის კონსულტანტებმა 5 სხვადასხვა კომპანიის  ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. 2015 წლის იანვარში საქართველომ ნარჩენების მართვის კოდექსი მიიღო, რის მიხედვითაც  ორგანიზაციებს, რომლებსაც წელიწადში 120 კილოგრამი სახიფათო ნარჩენი წარმოექმნებათ კოდექსის მოთხოვნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმას უთანხმებენ. 

28 აგვ

SDC ჯგუფის მიერ მომზადებული კომპანიები PMCG და Unigrain Georgian Group საერთაშორისო აუდიტს წარმატებით გადიან

SDC ჯგუფის მიერ მომზადებული კომპანიები - ქართული საკონსულტაციო ბაზრის ლიდერი PMCG და ცხოველური საკვების უმსხვილესი მწარმოებელი UGG (უნიგრეინ ჯორჯია) საერთაშორისო მენეჯმენტ სტანდარტების შესაბამისობის აუდიტს წარმატებით გადიან. 

14 დეკ

SDC ჯგუფმა Reap-ის ბენეფიციარ საწარმოებში GAP ანალიზი ჩაატარა

პროექტის ფარგლებში კონსულტანტებმა წალენჯიხაში მდებარე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ელენე და კომპანია“ საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში შეამოწმეს და აღებული მასალების საფუძველზე სარეკომენდაციო პაკეტი შექმნეს. SDC ჯგუფის სპეციალისტებმა კონსულტაცია გაუწიეს შპს „ჯეონათსის“ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში თხილის საწარმო მშენებლობას იწყებს. 

12 დეკ

SDC Group და QMS Consulting საქაერონავიგაციაში ISO 9001:2015-ის შესაბამის ხარისხის მართვის სისტემას დანერგავენ

ორწლიანი ხელშეკრულების პირველი ეტაპი კომპანიის თანამშრომელთა ფართომასშტაბიან სწავლებას ითვალისწინებს. პერსონალის 50 კაციან შემადგენლობას 5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით ISO 9001:2015 გაცნობითი კურსი ჩაუტარდა. სემინარები აერონავიგაციის სამ მთავარ ობიექტზე: თბილისი (ცენტრალური ოფისი), ქუთაისი (კოპიტნარის აეროპორტი) და ბათუმი (ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი). სასწავლო პროგრამას SDC ჯგუფის საერთაშორისო პარტნიორის Bureau Veritas წამყვანი სპეციალისტი სერგეი სოლოვეი წარუძღვა. 

 

3 ნოე

ტოიოტა კავკასია და სამედიცინო ჰოლდინგი 23 მეორე გამოცდას წარმატებით აბარებენ

SDC ჯგუფის მიერ მომზადებულ სერტიფიცირებულ კომპანიებში საზედამხედველო აუდიტებმა წარმატებით ჩაიარა. „ტოიოტა კავკასიაში“ 2015 წელს ISO 14001-ის მოთხოვნების შესაბამისი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა დაინერგა, ხოლო „სამედიცინო ჰოლდინგი 23“-ის ხარისხის მართვის სისტემამ ISO 9001-ის შესაბამისობის სერტიფიკატი დაიმსახურა.

21 სექ

SDC ჯგუფი ენერგო-პრო ჯორჯიას ჰესების გარემოზე ზემოქმედებას შეაფასებს

ეს დი სი ჯგუფი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგიურ მენეჯმენტში სრულმასშტაბიან საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ექსპერტ-კონსულტანტებმა ჰესებთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია უკვე შეისწავლეს და მიმდინარე კვირაში საველე სამუშაოებს აწარმოებენ. ხუთივე ენერგოობიექტი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს.

13 ივლ

USAID-ის მხარდაჭერით ყველის საწარმო სანტაში სურსათის უვნებლობის სისტემა დაინერგა

საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის გეგმა (HACCP) თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით მუშავდებოდა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული საწარმოს თითოეული თანამშრომელი

21 მაი

SDC ჯგუფმა კლიენტ კომპანიებში შემოწმება საერთაშორისო აუდიტორთან ერთად ჩაატარა

ეს დი სი ჯგუფის მოწვევით 18-21 მაისს თბილისს ესტუმრა საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს - ევროსერტის აუდიტორი დიმიტრი პაპანდოპულო. სპეციალისტმა წინასასერტიფიკაციო აუდიტი სურსათის უვნებლობის სისტემებში ეს დი ის ჯგუფის კლიენტ სამ სხვადასხვა კომპანიაში ჩაატარა. რეკომენდაციათა სისრულეში მოყვანა კომპანიებს მომდევნო ივნისის ბოლოს ჩანიშნულ სასერტიფიკაციო აუდიტამდე მოუწევთ.

25 თებ

SDC ჯგუფმა ეარ ვისოლის თანამშრომლებს გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვის საკითხებში ტრეინინგი ჩაუტარა

2016 წლის 24 თებერვალს SDC ჯგუფმა კომპანია Air Wissol-ის თანამშრომლებისთვის გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვის საკითხებში სპეციალურად ტრეინინგი ჩაატარა

28 დეკ

შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23 სერთიფიცირებულია

შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23-ს გადაეცა კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი 

28 დეკ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სერთიფიცირებულია

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას გადაეცა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი

28 დეკ

შპს ტოიოტა კავკასია სერთიფიცირებულია

შპს ტოიოტა კავკასიას გადაეცა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი

12 ოქტ

შპს მარანულსა და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 12 ოქტომბერს შპს მარანულსა და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

22 ივნ

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას და ეს დი სი ჯგუფს შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 22 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას და ეს დი სი ჯგუფს შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა

2 ივნ

SDC ჯგუფი USAID-ის პროდუქციის ეფექტიანობის აღდგენის პროგრამის პარტნიორად შეირჩა

SDC ჯგუფი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ეფექტიანობის აღდგენის პროგრამის (REAP) ოფიციალურ პარტნიორად შეირჩა. 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში SDC ჯგუფი სხვა ბიზნეს-ოპერატორებთან ერთად ქართულ სასურსათო და სოფლის მეურნეობის კომპანიებს ბიზნეს-სერვისებს მიაწვდის

12 მაი

SDC ჯგუფმა BP Georgia-ს თანამშრომლებლებისთვის OHSAS 18001-ში ტრენინგი ჩაატარა

10-12 მაისს SDC ჯგუფმა ორგანიზება გაუწია BP Georgia-ს და მისი კონტრაქტორების თანამშრომლებისთვის OHSAS 18001-ის შიდა აუდიტორის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის ჩატარებას

21 აპრ

ეს დი სი ჯგუფი საქართველოში CE EUROCERT LIMITED-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

2015 წლის 21 აპრილს ეს დი სი ჯგუფს და CE EUROCERT LIMITED-ს შორის წარმომადგენლობითი ხელშეკრულება გაფორმდა

20 აპრ

შპს თეთრ ქუდს და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 20 აპრილს შპს თეთრ ქუდს და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2 აპრ

შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალურ აზიას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 02 აპრილს შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალურ აზიას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

25 თებ

შპს სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ 23-ე პოლიკლინიკას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 25 თებერვალს შპს სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ 23-ე პოლიკლინიკას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

6 თებ

საერთაშორისო ტრენინგი სტანდარტში ISO 9001:2008 წარმატებით დასრულდა

5 თებერვალს სასტუმრო „რივერსაიდში" წარმატებით დასრულდა საქართველოში უპრეცდენტო რანგის ტრენინგი - „ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 სპეციალისტების და შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი".

20 იან

შპს მირა გრუპს და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 20 იანვარს შპს მირა გრუპს და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 

23 დეკ

პირველად საქართველოში - IRCA-ში რეგისტრირებული საერთაშორისო ტრენინგი ISO 9001:2008

SDC ჯგუფი და ტრანსნაციონალური ჰოლდინგი BUREAU VERITAS აცხადებს მსმენელთა მიღებას საქართველოში უპრეცედენტო რანგის - სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრში (IRCA) რეგისტრირებულ ტრენინგზე სახელწოდებით „ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 სპეციალისტების და შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი".

 

15 ოქტ

შპს ნეოტექსა და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2014 წლის 15 ოქტომბერს შპს ნეოტექსა და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 

10 ოქტ

BUREAU VERITAS CERTIFICATION და SDC ჯგუფი გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორები გახდნენ

SDC Group მსოფლიოს წამყვანი მასერთიფიცირებელი ჰოლდინგის BUREAU VERITAS CERTIFICATION ოფიციალური პარტნიორი გახდა

მოგვწერეთ

სახელი
გვარი
ელ.ფოსტა
მესიჯი