2015 წლის 12 ოქტომბერს შპს მარანულსა და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელსეკრულების ფარგლების ეს დი სი ჯგუფის კონსულტანტების მიერ ღვინის საწარმოში საერთაშორის სტანდარტის ISO 22000:2005-ის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა დაინერგება. სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას კი ეს დი სი ჯგუფის პარტნიორი BUREAU VERITAS -ის აუდიტორები შეამოწმებენ.
„გაერთიანებულ საფინანსო კორპორაცია" (UFC) ერთდროულად სამი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მორიგ საზედამხედველო აუდიტს გაივლის.
კომპანია 2017 წლიდან სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 და ISO 27001:2013 სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რასაც 2022 წელს ISO 22301:2019-ზე სერტიფიცირებაც დაემატა.
საზედამხედველო აუდიტისთვის მზადების პროცესში საკონსულტაციო და საორგანიზაციო მხარდაჭერას UFC-ის უწევს SDC ჯგუფის გუნდი.
შპს ტოიოტა კავკასიას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა ISO 14001:2015-თან შესაბამისობის საზედამხედველო აუდიტს წარმატებით გადის. განვლილი აუდიტების მსგავსად ინსპექტირებამ ეკოლოგიური სისტემის ყველა რგოლი მოიცვა თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით შემოწმებამ ამჯერად დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში ჩაიარა.
ISO 20000-1:2018-ის დანერგვის პროექტმა შპს SOLVIT-ში კომპლექსური საკონსულტაციო ღონისძიებები მოიცვა, მათ შორის პროცესების დეტალური ანალიზი და ვიზუალიზაცია, თანამშრომელთა როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, მომხმარებელთან უკუკავშირის უახლესი მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა კომპეტენციის კონტროლი, ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნებზე მუშაობა და ა.შ.
სამშენებლო კომპანია „არტტექსის“ ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტს წარმატებით გადის და ISO 9001:2015-თან შესაბამისობის სერტიფიკატს ეუფლება. 2020 წლის ივლისში SDC ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაიგეგმა და განხორციელდა საკონსულტაციო სამუშაოების სრული ციკლი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით.
მსოფლიოში განვითარებული კორონავირუსული პანდემიის ფონზე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ISO სამედიცინო სექტორის მხარდაჭერის მიზნით 20-ზე მეტ სამედიცინო სტანდარტს საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში ISO მოუწოდებს კერძო მეწარმეებს „რომ გამოწვევების წინააღმდეგ სამზადისი დაგვიანებული ჯერაც არ არის” და ყველა ზომის და პროფილის ბიზნესებს რეკომენდაციას აძლევს მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ ბიზნესის უწყვეტობის სისტემის დანერგვას.
SDC ჯგუფმა საკვები პროდუქტების საწარმო „დელფუდში“ სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაზე მუშაობა დაასრულა. საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000:2005 მოთხოვნებზე დაფუძნებული უვნებლობის სისტემა კომპანიის სასურსათო ჯაჭვში 7 თვის განმავლობაში ინერგებოდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე დანერგილი სურსათის უვნებლობის სისტემა მხარეების მოწვევით საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ჰოლდინგის TUV Nord-ის აუდიტორებმა შეამოწმეს.
კურსი მიმართულია ISO 9001 სტანდარტის განახლებულ, 2015 წლის ვერსიის სტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება SL დანართს. პროგრამა, ასევე მოიცავს იმ პრინციპულ ცვლილებებს, რომლებიც ესაჭიროებათ ორგანიზაციებს, ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით შემუშავებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, ახალი ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებზე მოსარგებად.
2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით SDC ჯგუფის სპეციალისტები შაორჰესის და მასთან ერთად დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მსხვილი ენერგოობიექტის (რიონჰესი, გუმათის კასკადი, ლაჯანურ ჰესი) გარემოზე ზემოქმედების შეფასებას სწავლობდნენ.
SDC ჯგუფის კონსულტანტებმა 5 სხვადასხვა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. 2015 წლის იანვარში საქართველომ ნარჩენების მართვის კოდექსი მიიღო, რის მიხედვითაც ორგანიზაციებს, რომლებსაც წელიწადში 120 კილოგრამი სახიფათო ნარჩენი წარმოექმნებათ კოდექსის მოთხოვნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის გეგმას უთანხმებენ.
SDC ჯგუფის მიერ მომზადებული კომპანიები - ქართული საკონსულტაციო ბაზრის ლიდერი PMCG და ცხოველური საკვების უმსხვილესი მწარმოებელი UGG (უნიგრეინ ჯორჯია) საერთაშორისო მენეჯმენტ სტანდარტების შესაბამისობის აუდიტს წარმატებით გადიან.
პროექტის ფარგლებში კონსულტანტებმა წალენჯიხაში მდებარე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ელენე და კომპანია“ საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში შეამოწმეს და აღებული მასალების საფუძველზე სარეკომენდაციო პაკეტი შექმნეს. SDC ჯგუფის სპეციალისტებმა კონსულტაცია გაუწიეს შპს „ჯეონათსის“ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში თხილის საწარმო მშენებლობას იწყებს.
ორწლიანი ხელშეკრულების პირველი ეტაპი კომპანიის თანამშრომელთა ფართომასშტაბიან სწავლებას ითვალისწინებს. პერსონალის 50 კაციან შემადგენლობას 5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით ISO 9001:2015 გაცნობითი კურსი ჩაუტარდა. სემინარები აერონავიგაციის სამ მთავარ ობიექტზე: თბილისი (ცენტრალური ოფისი), ქუთაისი (კოპიტნარის აეროპორტი) და ბათუმი (ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი). სასწავლო პროგრამას SDC ჯგუფის საერთაშორისო პარტნიორის Bureau Veritas წამყვანი სპეციალისტი სერგეი სოლოვეი წარუძღვა.
SDC ჯგუფის მიერ მომზადებულ სერტიფიცირებულ კომპანიებში საზედამხედველო აუდიტებმა წარმატებით ჩაიარა. „ტოიოტა კავკასიაში“ 2015 წელს ISO 14001-ის მოთხოვნების შესაბამისი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა დაინერგა, ხოლო „სამედიცინო ჰოლდინგი 23“-ის ხარისხის მართვის სისტემამ ISO 9001-ის შესაბამისობის სერტიფიკატი დაიმსახურა.
ეს დი სი ჯგუფი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგიურ მენეჯმენტში სრულმასშტაბიან საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ექსპერტ-კონსულტანტებმა ჰესებთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია უკვე შეისწავლეს და მიმდინარე კვირაში საველე სამუშაოებს აწარმოებენ. ხუთივე ენერგოობიექტი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს.
საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის გეგმა (HACCP) თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით მუშავდებოდა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული საწარმოს თითოეული თანამშრომელი
ეს დი სი ჯგუფის მოწვევით 18-21 მაისს თბილისს ესტუმრა საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს - ევროსერტის აუდიტორი დიმიტრი პაპანდოპულო. სპეციალისტმა წინასასერტიფიკაციო აუდიტი სურსათის უვნებლობის სისტემებში ეს დი ის ჯგუფის კლიენტ სამ სხვადასხვა კომპანიაში ჩაატარა. რეკომენდაციათა სისრულეში მოყვანა კომპანიებს მომდევნო ივნისის ბოლოს ჩანიშნულ სასერტიფიკაციო აუდიტამდე მოუწევთ.
2016 წლის 24 თებერვალს SDC ჯგუფმა კომპანია Air Wissol-ის თანამშრომლებისთვის გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვის საკითხებში სპეციალურად ტრეინინგი ჩაატარა
შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23-ს გადაეცა კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას გადაეცა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი
შპს ტოიოტა კავკასიას გადაეცა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი
2015 წლის 22 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას და ეს დი სი ჯგუფს შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა
SDC ჯგუფი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ეფექტიანობის აღდგენის პროგრამის (REAP) ოფიციალურ პარტნიორად შეირჩა. 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში SDC ჯგუფი სხვა ბიზნეს-ოპერატორებთან ერთად ქართულ სასურსათო და სოფლის მეურნეობის კომპანიებს ბიზნეს-სერვისებს მიაწვდის
10-12 მაისს SDC ჯგუფმა ორგანიზება გაუწია BP Georgia-ს და მისი კონტრაქტორების თანამშრომლებისთვის OHSAS 18001-ის შიდა აუდიტორის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის ჩატარებას
2015 წლის 21 აპრილს ეს დი სი ჯგუფს და CE EUROCERT LIMITED-ს შორის წარმომადგენლობითი ხელშეკრულება გაფორმდა
2015 წლის 20 აპრილს შპს თეთრ ქუდს და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
2015 წლის 02 აპრილს შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალურ აზიას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
2015 წლის 25 თებერვალს შპს სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ 23-ე პოლიკლინიკას და ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
5 თებერვალს სასტუმრო „რივერსაიდში" წარმატებით დასრულდა საქართველოში უპრეცდენტო რანგის ტრენინგი - „ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 სპეციალისტების და შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი".
2015 წლის 20 იანვარს შპს მირა გრუპს და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
SDC ჯგუფი და ტრანსნაციონალური ჰოლდინგი BUREAU VERITAS აცხადებს მსმენელთა მიღებას საქართველოში უპრეცედენტო რანგის - სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრში (IRCA) რეგისტრირებულ ტრენინგზე სახელწოდებით „ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 სპეციალისტების და შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი".
2014 წლის 15 ოქტომბერს შპს ნეოტექსა და შპს ეს დი სი ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
SDC Group მსოფლიოს წამყვანი მასერთიფიცირებელი ჰოლდინგის BUREAU VERITAS CERTIFICATION ოფიციალური პარტნიორი გახდა